- პროექტის სახელწოდება: შიდსი
- პროექტის მთავარი იდეა: შიდსის, ოროგორც კაცობრიობისათვის ერთ–ერთ უდიდეს საფრთხედ მიჩნეული პრობლემის სიმწვავე, მისი ზოგადი სურათი და თავიდან აცილების გზები.
- პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებას შიდსის გამომწვევ მიზეზებზე და მისი თავიდან აცილების გზებზე. ხელს შეუწყობს კვლევის და ურთიერთთანმშრომლობის უნარ–ჩვევების განვითარებას.
- პროექტის მიზნები: მოიძიონ ინფორმაცია შიდსის წარმოშობისა და მისი საქართველოში გავრცელების შესახებ. გააცნობიერონ ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ შიდსით დაავადებულ ადამიანებთან.
- მონაწილეთა ასაკი: 13–17 წელი..
- ვადები\ხანგრძლივობა:: 7–14 დღე.
- მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაეცნობიან შიდსის ვირუსს (აივ ), მის აგებულებას, წარმოშობას მისი კვლევის მეთოდებს, თავის დაცვის აუცილებელ პირობებს და თავიდან აცილების გზებს. ურთიერთობის ფორმებს შიდსით დაავადებულ ადამიანებთან.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტერატურა აივ–ის აგებულების, წარმოშობის და გავრცელების შესახებ. სოციოლოგიური კვლევის მასალები, გრაფიკები, დიაგრამები. კომპიუტერი, პროექტორი.
- პროექტის მსვლელობა\ძირითადი აქტივობები: თემის შერჩევის შემდეგ მოხდება საპროექტო ჯგუფების შექმნა, რომელთაგან ერთს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია შიდსის გამომწვევი ვირუსის (აივ)აგებულების, წარმოშობის შესახებ .მისი კლინიკური სურათი კვლევის მეთოდები. მეორე ჯგუფი შეისწავლის შიდსის გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სტატისტიკურ მონაცემებს. შეისწავლიან შიდსის გავრცელებას საქართველოში აღმოჩენის დღიდან დღემდე და წარმოადგენენ წრიული და სვეტოვანი დიაგრამის სახით.შემდგომი ორი ჯგუფი ატარებს სოციოლოგიურ კვლევას ადამიანებთან წინასწარ სემუშავებული კითხვარის სახით, რომელსაც ექნება შემდეგი სახე: 1.ასაკი. 2.საცხოვრებელი ადგილი. 3.სქესი 4.სად მუშაობს, ან რომელი კლასის მოსწავლეა (ან რომელი კურსის სტუდენტია). 5.რა იცის შიდსის და მისი გავრცელების შესახებ? 6.მიაჩნია თუ არა მას ეს დაავადება სერიოზულ საფრთხედ პირადად მისთვის? 7.ჰქონია თუ არა შეხება ნარკოტიკებთან? შედეგები უნდა დააჯგუფონ და წარმოადგინონ წრიული დიაგრამებით. მოახდინონ სედეგების ანალიზი და გამოიტანონ დასკვნები. აღნიშნული მასალების გამოყენებით შესრულდება შემდეგი აქტივობები: კითხვა–პასუხი, დისკუსია.
- საგნებთან\ საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია–გეოგრაფია. ბუნV11.ილუსტრაციაზე ამოიცნობს ვირუსს, პროკარიოტულ და ეუკარიოტულ უჯრედებს.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნესტან კაკაურიძე.
- ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: nestankakauridze@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი\ბლოგი : nestankakauridze.blogspot.com
Thursday, December 1, 2011
შიდსი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment